“24 საათში ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიცვალა” – გიორგი კობერიძე

ბოლო 24 საათში ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან სწრაფად შეიცვალა:
– ირანში, თეირანში, საცხოვრებელ სახლში მოკლულია ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყველა სისხლიან თავდასხმაზე 2006 წლიდან. ამასთან, მისივე განკარგულებით აღიარებულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობა”. ისმაილ ჰანიე თეირანში პრეზიდენტის იმ ინაუგურაციაზე იმყოფებოდა, რომელსაც იემენელი ჰუსიტი ტერორისტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამ ინაუგურაციაზე იყო საქართველოს პრემიერიც. რა უნდა საქართველოს ხელისუფლებას იმ ღონისძიებაზე ირანში სადაც ისმაილ ჰანიე და მსგავსი ძალები იყვნენ წარმოდგენილნი?! – ბეირუთში, ლიბანის დედაქალაქში საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ჰეზბოლას ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი სამხედრო ლიდერი, ფაუდ შუქრი, რომელმაც 1983 წელს აშშ-ს სამხედრო ყაზარმები ააფეთქა ბეირუთში და 300-მდე ამერიკელისა და ფრანგის სიცოცხლე იმსხვერპლა. შუქრის თავზე მილიონობით დოლარი იყო გამოცხადებული. ეს იყო 11 სექტემბრამდე ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი აშშ-ს წინააღმდეგ.
– დაიბომბა ერაყის ჰეზბოლას ინდუსტრიული და სამეთაურო ცენტრიც. დაღუპულები არიან ლოკალური ლიდერები. იერიში მიტანილია მათ რაკეტებისა და დრონების საწარმოზეც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ