რუსეთი დასავლეთთან 20-30 პოლიტპატიმრის გაცვლისთვის ემზადება – The Moscow Times

აშშ-სთან და გერმანიასთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში, 20-დან 30-მდე პოლიტპატიმრისა და ჟურნალისტის გათავისუფლებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გაცვლილ პატიმრებს შორის, სავარაუდოდ, იქნებიან ის პოლიტპატიმრებიც, რომელთა ადგილსამყოფელიც ბოლო თვეებში რამდენჯერმე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის, ვლადიმირ კარა-მურზა, ოლეგ ორლოვი, ლილია ჩანიშევა და ილია იაშინი.
ასევე, ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს სთან კავშირის და ში მიმდინარე ომის კრიტიკის გამო იხდიან სასჯელს.
როგორც წყარო აღნიშნავს, პატიმრების გაცვლა შესაძლოა დღესვე მოხდეს, თუმცა, რუსეთის მთავრობა ცდილობს ეს ინფორმაცია ბოლო მომენტამდე მაქსიმალურად გასაიდუმლოებული დარჩეს. ეს 2010 წლის შემდეგ რუსეთსა და -ს შორის პატიმრების ყველაზე მასშტაბური გაცვლა იქნება.