მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მოლდოვამ ს საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და მას ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ აცნობეს.
მოლდოვის საგარეო უწყების განცხადებით, რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე მის დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწეოდა.
შეგახსენებთ, პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, გუშინ მოლდოვაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ რუმინული სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იონ კრიანგეა. მათი ინფორმაციით, ის კიშინიოვში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს დააკავეს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ