მაია კოპალეიშვილი – სასამართლო კლანი და მისი მფარველი „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ უფლებას

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, ს განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა. ჩვენი კოალიცია მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებით სასამართლო კლანი და მისი მფარველი „ქართული ოცნება“ უხეშად არღვევს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ უფლებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კოპალეიშვილის განმარტებით, სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლებათა ბალანსი დაარღვია და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება მიითვისა.
„საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის შესახებ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და საერთო სასამართლოს კომპეტენციას არ წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან, დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლებათა ბალანსი და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება მიითვისა.
სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ნებისმიერი, საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლებრივი წესრიგის დაცვას მოემსახურება, სასამართლოს შეუძლია უკანონოდ გააუქმოს და ამის წინააღმდეგ ვერავითარი ლეგიტიმური მექანიზმი ვერ იქნება გამოყენებული, რის წინაშეც ჩვენ ახლა დავდექით.
შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია, ყოვლისმომცველ რეფორმას საჭიროებს, რაც განსაზღვრულია პრეზიდენტის ქართული ქარტიით, რომელსაც ჩვენმა კოალიციამ ხელი მოაწერა და მის სრულად შესრულებას 26 ოქტომბრის ს შემდეგ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვგეგმავთ“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.