11 სექტემბრის ტერაქტის საქმის სამ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

აშშ-ის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა სამ­მა პირ­მა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა. სა­უ­ბა­რია ხა­ლიდ შეიხ მუ­ჰა­მედ­ზე, ვა­ლიდ მუ­ჰა­მედ სა­ლიჰ მუ­ბა­რაქ ბინ ატაშ­სა და მუს­ტა­ფა აჰ­მედ ადამ ალ-ჰავ­სა­ვი­ზე, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ან­ტა­მოს ცი­ხე­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს.
მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი მზად არი­ან აღი­ა­რონ ბრა­ლი იმის სა­ნაც­ვლოდ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ სიკ­ვდი­ლით დას­ჯას არ მო­ი­თხოვს.
საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, თუმ­ცა The New York Times -მა დო­კუ­მენ­ტის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვა.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­რი­გე­ბის დე­ტა­ლე­ბი პირ­ვე­ლად და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხებს ეცნო.
“სა­სიკ­ვდი­ლო სას­ჯე­ლის მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ, ბრა­ლის აღი­ა­რე­ბას სა­მი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი და­თან­ხმდა. ისი­ნი მზად არი­ან აღი­ა­რონ 2976 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა“, – ნათ­ქვა­მია მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის წე­რილ­ში.
სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ე­ბის ოფი­სის (OMC) სპი­კერ­მა, რო­მე­ლიც საქ­მეს აწარ­მო­ებს, და­ა­დას­ტუ­რა, რომ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა უკვე და­დე­ბუ­ლია.
2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ გა­ტა­ცე­ბუ­ლი ოთხი სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვი­დან პირ­ვე­ლი – “ბო­ინგ- 767” ნიუ- იორკში, მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ჩრდი­ლო­ე­თის ცა­თამბჯენს 93-ე და 99-ე სარ­თუ­ლებს შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 08:45 სა­ათ­ზე შე­ე­ჯა­ხა. თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 81 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის – 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 11 წევ­რი. შე­ჯა­ხე­ბი­სას გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ადა­მი­ა­ნე­ბი ფო­ი­ე­ში უჰა­ე­რო­ბის გამო იღუ­პე­ბოდ­ნენ. მე­ო­რე თვითმფრი­ნა­ვი, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:03 სა­ათ­ზე “ტყუ­პე­ბის” სამ­ხრეთ ცა­თამბჯენს, 77- ე და 81- ე სარ­თუ­ლებს შო­რის შე­ე­ჯა­ხა.
თვითმფრი­ნა­ვის ბორტზე 56 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის – ეკი­პა­ჟის 9 წევ­რი და 5 ტე­რო­რის­ტი. 09:59 სა­ათ­ზე, მცი­რე ინ­ტერ­ვა­ლე­ბით, ორი­ვე ცა­თამბჯე­ნი მთლი­ა­ნად ჩა­მო­ინ­გრა. მე­სა­მე გა­ტა­ცე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი – “ბო­ინგ- 757” პენ­ტა­გო­ნის მახ­ლობ­ლად, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით, 09:45 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 184 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის – 59 მგზავ­რი, 5 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 6 წევ­რი. მე­ო­თხე თვითმფრი­ნა­ვი პენ­სილ­ვა­ნი­ის ტყე­ში, სამ­ხრეთ- და­სავ­ლე­თით, პიტსბურ­გი­დან 125 კი­ლო­მეტრში ჩა­მო­ვარ­და. და­ი­ღუ­პა 37 მგზავ­რი, მათ შო­რის – 4 ტე­რო­რის­ტი და ეკი­პა­ჟის 7 წევ­რი. 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბერს სულ 1973 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, აქე­დან 24 დღემ­დე და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.