დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, უკვე აშშ-მ – ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა და ეკონომიკის ჩამოშლა – გოცირიძე

დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, მ, უკვე -მ და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს – მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით და ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თუ “ქართული ოცნება” დარჩა ხელისუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური, პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით, რაც ფაქტობრივად, ქვეყნის გაღატაკებას და 90-იან წლების დაბრუნებას ნიშნავს.
“ბოლო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შეჩერებულმა დახმარებების მოცულობამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა. ვიცით, რომ დახმარება შეგვიჩერა ევროკავშირმა, გერმანიამ, დანიამ, აი, აგერ უკვე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს უკვე დომინოს პრინციპის სახეს იღებს და მთელი დემოკრატიული სამყარო ფაქტობრივად, შეაჩერებს საქართველოსთან ურთიერთობებს ფინანსური კუთხით. ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები, გაგრძელდება უკვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან ქვეყნის იზოლაცია, როგორც არის მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდი, ისევე როგორც სხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომელზეც დგას დღეს მთელი სახელმწიფო და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი. ამას მოჰყვება უმუშევრობა, ქვეყნის დაცლა, ფასების ზრდა და ეკონომიკის ჩამოშლა. ჯერ კიდევ იკავებენ თავს და სულ რაღაც 3 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ელოდებიან ს შედეგებს. თუ ეს ხელისუფლება დარჩა ძალაუფლებაში, ეს იმის მომასწავებელი იქნება, რომ საქართველო მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, როგორც ფინანსური პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით და ეს ფაქტობრივად, ნიშნავს ქვეყნის გაღატაკებას და 90-იან წლების დაბრუნებას.
აი, ასეთი დანაშაული ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ” , რომელმაც საკუთარი ქვეყანა ს გვერდით დააყენა და აგერ, “ჰამასის” იმ ტერორისტის გვერდით ზის Საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გუშინ ააფეთქეს და ხედავს რა გარემოცვაში აღმოჩნდა ქვეყანა. დანაშაულს სჩადის “ქართული ოცნება”, ქვეყანას ღალატობს, ღალატობს კონსტიტუციას და ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დასაყენებლად არის ამ ხელისუფლების გასტუმრება არჩევნების გზით,” – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტ პირდაპირ დახმარებას აჩერებს. კერძოდ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ს განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
ენტონი ბლინკენი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ასევე დაგაინტერესებთ