მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“მსოფლიოს უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთი წარმოდგენილი უნდა იყოს მშვიდობის მეორე სამიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვან შედეგებს ვერ მივაღწევთ. ვინაიდან მთელ მსოფლიოს სურს მათი მაგიდასთან დანახვა, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას არ სურს, რომ სამშვიდობო ძალისხმევების მედიაცია ჩინეთის მიერ მოხდეს და კვლავ მოუწოდა პეკინს ზეწოლა მოახდინოს მოსკოვზე ომის დასასრულებლად.
“თუ ჩინეთს სურს, მას შეუძლია რუსეთი აიძულოს ომის დასასრულებლად. ჩინეთი ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და გავლენიანი სახელმწიფოა. არ მსურს, რომ ისინი მედიატორის როლში იყვნენ. მსურს, რომ ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.