“ამ ბოლო დროს ძალიან არ უმართლებს ბატონ ბიძინას და მის ბიჭებს – დიდი შანტაჟისტის პატარა მოსწავლეები” – თარგამაძე

ფოტოკოლაჟი – ფორმულა
ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:
ამ ბოლო დროს ძალიან არ უმართლებს ბატონ ბიძინას და მის ბიჭებს: რა მომენტშიც და რა მიმართულებითაც ვითომ დამოუკიდებელი, სინამდვილეში კრემლის პოლიტიკასთან სრულად სინქრონიზებული ნაბიჯი გადადგეს და ვაშინგტონის დაშანტაჟება სცადეს, მაშინვე “თავში მოხვდათ”… ზოგ შემთხვევაში ლამის პირდაპირი მნიშვნელობითაც.
სა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე ხელის მომწერი, ტერორისტი ისმაილ ჰანია, რომლის სხეულის ნარჩენებს ახლაც ეძებენ, ბიძინას წარგზავნილისგან ზუსტად ერთი თავის დაშორებით ესწრებოდა თავისი, სისხლითა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობებით სავსე ცხოვრების ბოლო საჯარო ღონისძიებას – ბოროტების ღერძის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას. პრემიერს სახლში დაბრუნებულსაც არ დახვდა კარგი ამბავი. შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესის ორპარტიულმა შემადგენლობამ სახელმწიფო მდივანს ოცნების ხელისუფლების მიმართ პოლიტიკის ცვლილება მოუწონა და კიდევ უფრო მკაცრი ზომების კიდევ უფრო დაჩქარებულ ვადებში მიღება ურჩია. ბლინკენმა ეს მოწოდება უკვე შეისმინა.
“ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო შეზღუდვების შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი რათა თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყოს, თუმცა, ადგილზე მოვლენების განვითარების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ მეტის გაკეთებაა საჭირო საქართველოს მოსახლეობის დასაცავად”, – წერია ჰელსინკის კომისიის წერილში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ს მიმართ.
მსოფლიოს მთავარი შანტაჟისტის, პუტინის მოწაფე პატარა შანტაჟისტის მარიონეტმა ვაშინგტონიდან მოსულ უკვე ძალიან არაორაზროვან გზავნილებს ასე უპასუხა:
“თუ ნახავთ ამ აქტის შინაარსს, ეს არის არა “მეგობარი აქტი”, არამედ დაუძინებელი მეგობარი აქტია, იმიტომ რომ ეს აქტი შეიცავს შანტაჟს,” – თქვა მ.
ანუ, თუ ამერიკელების და ევროპელების მრავალწლიან შანტაჟს, რომელსაც ივანიშვილი საქართველოსთვის რისკების კატასტროფულად ზრდის ხარჯზე ეწევა, პასუხი მოჰყვება – ეს ყოფილა მიუღებელი. თეთრი სახლიდან და კაპიტოლიუმიდან წამოსული ამ კრიტიკის ტექსტურა და ხმოვანება აღიზიანებს ივანიშვილის ფაქიზ სმენას, თორემ “სიკვდილი ისრაელს! სიკვდილი ამერიკას!” სკანდირებისას წარმოქმნილი ბგერით-პოლიტიკური ტალღები და ამ მიზნების მქონე ხალხთან მეგობრობა არც აწუხებს და არც უხერხულობას უქმნის.
დასავლეთთან ისტორიულად უპრეცედენტო სიმწვავის კონფრონტაციის ფონზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ქვეყნის პრემიერმინისტრის დონეზე განხორციელებული 2 ვიზიტი ირანში არის დიპლომატიური და პოლიტიკური გზავნილი და ამასთან ღირებულებითი განაცხადი, თუ სად გრძნობს თავს კომფორტულად ივანიშვილის მთავრობა, რომელი სივრცისკენ მიაქანებს აქამდე რეგიონში დასავლური ცივილიზაციის მთავარ საყრდენ ქვეყანას. რა არის ეს, თუ არა დემონსტრაციული შანტაჟის გაგრძელება და ამის შემდეგ რა უნდა უკვირდეს ვინმეს, ის რომ ვაშინგტონი პოლიტიკის გადახედვით და სანქციებით გვიპასუხებს, თუ ის, რომ თვალს დახუჭავს და რეაგირებას არ მოახდენს.
ოცნებამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში წარმოებული აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საგარეო და საშინაო პოლიტიკით, ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა. ამ ტრაექტორიით მოძრაობა მხოლოდ გაზრდის ისედაც უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ქვეყანაში და დაგვაკარგვინებს მეგობრებს, რომლებიც დღეს გაოცებულები ხელებს შლიან და ერთმანეთს ეკითხებიან: ვერაფრით გაგვიგია მსოფლიოს მთავარი შანტაჟისტის და ველური მტაცებლის ხახაში თავს ქართველები თავისი ნებით რატომ ყოფენო?!
“როგორც ჩანს საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც სხვა მოსახლეობას ხედავენ, ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და NATO-სკენ გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ თავად ჩაწერა NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში. ახლა კი სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი სათქმელია… ჩვენ გვინდა, ნათლად ვუთხრათ ქართულ ოცნებას, რომ რეალური შედეგები დადგება. მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უკან დაბრუნების გზა: თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე, რათა და უცხოელი აგენტების კანონი არა რუსულთან, არამედ ევროკავშირის კანონთან მოვიდეს შესაბამისობაში, ჩინეთს საშუალება არ მიეცეს ხელში ჩაიგდოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ეს არის ნაბიჯები რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია”- აცხადებს ჯეიმს ო’ბრაიენი.
გადატვირთვისთვის საკმაოდ გასაგები და მკაფიო ძალიან კონკრეტული წინაპირობებია. ივანიშვილი ისეთ სპირალშია შესული, იქიდან უკან გამოსვლა უკვე მის ნებაზეც აღარაა დამოკიდებული. პერსონალურად მის მიმართ სანქციებსაც მალე ვნახავთ, მაგრამ საეჭვოა, რომ ეს არჩევნებამდე მოხდეს.
მოკლედ სრულფასოვანი გადატვირთვა თუ გვიშველის, ოღონდ რიგითობა ასეთია: ჯერ ხელისუფლებიდან ვუშვებთ დიდი შანტაჟისტი პუტინის პატარა მოწაფეებს, მხოლოდ შიშზე, დაპირისპირებასა და ძალმომრეობაზე მდგარ აზიურ ავტორიტარიზმს, რომელსაც ისტორიული ცინიზმის გამოვლინებით “ქართული ოცნება” ჰქვია და ვიწყებთ ნამდვილ გადატვირთვას, რომლისთვისაც იმდენად დიდი პოზიტიური ენერგიაა დაგროვილი ქვეყნის შიგნით და იმდენად დიდი მოლოდინი ქვეყნის გარეთ, რომ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ევროკავშირის წევრობის და შეერთებულ შტატებთან ექსკლუზიური მოკავშირეობის ფორმატში, მართლაც წარმოუდგენლად სწრაფი ეკონომიკური ზრდის, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირება შეუძლია.
იმის გასააზრებლად, თუ როგორ თავდაღმართში ვართ და რამდენად სისტემური და სერიოზულია დინამიკა, რომელიც დასავლეთს გვაშორებს, დაგვეხმარება სახელმწიფო მდივან ბლინკენის დღეს საღამოს გავრცელებული განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების გადაწყვეტილებაზეა საუბარი.
“23 მაისს, საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონი დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.
ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6.2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ჩვენ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით“, – ნათქვამია ბლინკენის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა

პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა