ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს (90 კგ) კარიერაში მეორე ოლიმპიურ ოქრომდე ერთი ნაბიჯი აშორებდა. ფინალში მისი მეტოქე იაპონელი მურაო სანშირო იყო, რომელიც დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა
ნახევარფინალში ძიუდოისტმა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს დამატებით დროში სძლია და პარიზის ოლიმპიადის ფინალში იასპარეზა.
ლაშა ბექაურმა მერვედფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია.
ლაშა ბექაურმა ოლიმპიადაზე პირველად ტოკიოში იასპარეზა და ოქროს მედალი დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიპოვა – ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ