სერგეი ლავროვმა ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია „უფსკრულის პირასაა“ და სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა

ეუთო უფსკრულის პირას არის, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთო-ს ­მინისტერიალის გახსნით შეხვედრაზე განაცხადა.
„მოდით, ვაღიაროთ, რომ ორგანიზაცია უფსკრულის პირას არის. ჩნდება მარტივი კითხვა: აქვს თუ არა აზრი მისი გაცოცხლებისთვის ძალების მობილიზებას“, – განაცხადა ლავროვმა.
„ეუთო არსებითად ნატო-სა და ევროკავშირის დანართად იქცევა“, – აღნიშნა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლავროვმა დარბაზი მალევე დატოვა და სხვა წარმომადგენლებს არ მოუსმინა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ზოგიერთი ევროპული პოლიტიკური ძალა, გაჩვენებს თითქოს შენზე ზრუნავენ, ჩაგეხუტებიან, როგორც ზელენსკის ეხუტებოდნენ, შენს დროშას გამოფენენ, როგორც უკრაინის დროშა გამოფინეს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, შენს ინტერესებს არ დააყენებენ