გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, ვალდებულია თუ არა შეერთებული შტატები, დაეხმაროს უკრაინას, ორადაა გაყოფილი – უკრაინული მედია

გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, ვალდებულია თუ არა შეერთებული შტატები, დაეხმაროს ს, ორადაა გაყოფილი – უკრაინული მედია
ორგანიზაცია Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების აზრი იმასთან დაკავშირებით, ვალდებულია თუ არა შეერთებული შტატები, დაეხმაროს უკრაინას, ორადაა გაყოფილი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მედიის ცნობით, გამოკითხულთა 48% შესაბამის კითხვას დადებითად პასუხობს, 49% კი მიიჩნევს, რომ შტატებს ეს ვალდებულება არ აქვს.
რესპუბლიკელების უმრავლესობა (62%) თვლის, რომ შეერთებული შტატები არ არის ვალდებული, დაეხმაროს უკრაინას ს შეჭრისგან თავის დაცვაში. დემოკრატებისა და დემოკრატების მხარდამჭერი ამომრჩევლების დაახლოებით ორი მესამედი (63%) ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ეს პასუხისმგებლობა.
გამოკითხული ამერიკელების 29% თვლის, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ძალიან დიდ დახმარებას უწევს, 26% ამბობს, რომ შტატები იმ მასშტაბის დახმარებას უწევს კიევს, რამდენიც საჭიროა.
Pew Research Center-ის გამოკითხვა 9 424 ამერიკელ მოზარდში ჩატარდა 2024 წლის პირველი ივლისიდან 7 ივლისამდე პერიოდში, ამ დროს ს გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ