Geo Team: პაატა ღუდუშაურმა ბათუმის “დინამო” დატოვა

Geo Team-ის ინფორმაციით, 27 წლის შემტევმა პაატა ღუდუშაურმა ს “დინამო” დატოვა და კარიერას ს ჩემპიონატის ბინადარ “ბნეი სახნინში” გააგრძელებს.
ფეხბურთელმა გუშინ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “დეჩიჩის” წინააღმდეგ ითამაშა, რაც ბათუმელთა რიგებში ბოლო მატჩი აღმოჩნდა.
Geo Team წერს, რომ ღუდუშაური ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხელშეკრულებას 1+1 სისტემით გააფორმებს.
მან “დინამოს” ფორმა ჯამში 72 შეხვედრაში მოირგო, სადაც 19 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.