კობახიძესთან ერთად ჰამასის ლიდერი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიეც ესწრებოდა.
პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის კადრები, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა, საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გვერდზეც გავრცელდა. თავდაპირველად გავრცელებულ კადრებში ირაკლი კობახიძესთან ერთად ისმაილ ჰანიეც ჩანდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის გვერდზე ჰამასის პოლიტიკურ ლიდერთან ერთად ფოტო აღარ იძებნება.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან კადრები გაავრცელა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა, რომელიც ინაუგურაციას ესწრებოდა. პაშინიანის გავრცელებულ კადრებშიც ჩანს, რომ მათთან ერთად ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიეც იმყოფება.
ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელებშიც. ირანის მეჯლისიდან X-ზე გავრცელებულ ერთ-ერთი ვიდეოში ისმის შეძახილებიც, სადაც თან დართული სუბტიტრების თანახმად, „სიკვდილი ამერიკას!“ და „სიკვდილი ისრაელს!“ იძახიან.
Chants of “Death to America” break out at Massoud Pezeshkian’s inauguration ceremony as the Islamic Republic president He isn’t a moderate. He doesn’t want reform. pic.twitter.com/6yCXFeHpyz — National Union for Democracy in Iran (@NUFDIran) July 30, 2024

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ