Reuters – კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს

კამალა ჰარისი მალე გამოაცხადებს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს და მასთან ერთად საკვანძო შტატებში ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, , რომელიც მალე უნდა გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი, უკვე შემდეგ კვირას მის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატთან ერთად გაატარებს წინასაარჩევნო ღონისძიებებს ე.წ. “საბრძოლო” შტატებში.
ბოლო წლებში ასეთ შტატებს, სხვებთან ერთად, მიეკუთვნება – მიჩიგანი, პენსილვანია და ვისკონსინი.
გამოცემის ცნობით, დაგეგმილი ტურნე იმაზე მეტყველებს, რომ კამალა ჰარისი ახლოსაა გადაწყვეტილების მიღებასთან თუ ვინ გახდება მისი პარტნიორი წინასაარჩევნო კამპანიაში.
მედიის ცნობით, ვიცე-პრეზიდენტობაზე კანდიდატების სიაში არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, -ის სენატორი არიზონადან მარკ კელი, მინესოტას გუბერნატორი ტიმ ვოლცი, და აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი პიტ ბუტიჯიჯი.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ