თეა ახვლედიანი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
„სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ