ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ჯემალ ტაბიძე, რომელმაც ბერძნული “პანეთოლიკოსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას ს პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ტაბიძემ კონტრაქტი მახაჩკალის “დინამოსთან” გააფორმა. ის რუსეთში ადრე “ურალისა” და “უფას” ღირსებას იცავდა.
ტაბიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ზე იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია.