ტატო გრიგალაშვილი ფინალში დამარცხდა – საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი აიღო

24 წლის ქართველი ძიუდოისტი (-81კგ) ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო. ეს პირველი მედალია, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 2024 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა.
გრიგალაშვილმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე შემდეგ სპორტსმენებს სძლია:
· 1/2 ფინალი – სამხრეთ კორეელი იონ ჰვან ლი;
· 1/4 ფინალი – ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი;
· 1/8 ფინალი – ავსტრიის წარმომადგენელი ვახიდ ბორჩაშვილი;
· 1/16 ფინალი – მოლდაველი მიჰაილ ლატისევი.
ტატო გრიგალაშვილი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელსაც ზედიზედ სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. გრიგალაშვილი ამავე დროს ევროპის სამგზის ჩემპიონია.
ქართველი ძიუდოისტები აგრძელებენ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლას. 31 ივლისს იჭიდავებს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი (-90 კგ) ლაშა ბექაური.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ