უკრაინის მოვლენები ალბათ ძალიან მალე დამთავრდება – ამ მომენტიდან მოყოლებული საქართველოს მიმართ განწყობებიც შეიცვლება და ქვეყნის წარმატებას ყველა აღიარებს , – ეს პოზიცია მედიასთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გამოხატა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის განცხადება ზედმიწევნით ზუსტი და რელევანტურია.
“ვინც არსებულ მდგომარეობას და საქართველოსთან დაკავშირებით განწყობების ცვალებადობას საღად განსჯის, ნათელი იქნება, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი, განმაპირობებელი ფაქტორია საქართველოს მიმართ შეცვლილი, გაურესებული რიტორიკისა, რაც ცალკეული პარტნიორი სახელწმიფოთა პოლიტიკოსებისა და დაწესებულებების მხრიდან გვესმის.
გამომდინარე აქედან, რა წამს მოისპობა მიზეზი, რის გამოც ნეგატიური შთაბეჭდილებების დამკვიდრების მცდელობებს ვადევნებთ თვალს, ეს ყველა პროცესს ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებს”, – განაცხადა სარჯველაძემ.