ბრიტანეთში, ცეკვის სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გუშინ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. გუშინ დაღუპული ორი ბავშვის ასაკი ექვსი და შვიდი წელია.
BBC-ის ცნობით, დაშავებული ხუთი ბავშვისა და ორი ზრდასრულის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ