ხაზარაძე-ჯაფარიძე ცდილობდნენ, საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი – შალვა პაპუაშვილი საარბიტრაჟო დავაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“გუშინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ყველას კარგად დაანახა თუ რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის სატელიტი პარტია „ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ, თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისათვის შექმნილი ორგანიზაციაა.
ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალად ემოციური გამოსვლების უკან, რომლითაც „ლელოს“ სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას.
პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს, ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია, მათი მხრიდან, სამ პოსტულატს უკავშირდებოდა: