საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა, სტუდენტებს შეხვდა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესს დააკვირდა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებულია ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ.
პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და განცხადებაზე ხელის მოწერას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს.
მოგვიანებით, თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ თსუ-ს კარი ყველასთვის ღიაა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხარდაჭერის თხოვნის არანაირი წერილით არ მიუმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი ხედვისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, მათ შორის, ახალგაზრდებს აქვთ დაგროვილი

შალვა პაპუაშვილი – ჩვენი დიასპორები არც თუ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ქვეყნისთვის, ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით – მადლობა ქართულ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის

პრემიერი – ქართული დიასპორის გაძლიერება, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც 2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა