ასობით უსაბუთო ემიგრანტი რუსეთის გავლით – ესტონეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას აანონსებს – Politico

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების რაოდენობის დრამატული ზრდა არიან მოსკოვის მიერ ორკესტრირებული “უხეში ჰიბრიდული თავდასხმის” ნაწილი. მან თქვა, რომ შესაძლოა ქვეყანამ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტოს.
ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, მაგნუს ცაჰკნამ თქვა, რომ “მზად არის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის”, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება. “ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მხოლოდ უკრაინაში არ იბრძვის; არამედ საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს”, – თქვა მან.
ამავდროულად, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა გეგმავს გაუმკლავდეს საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის პოტენციურ ზრდას მას შემდეგ, რაც ფინეთმა სამშაბათს დახურა რუსეთთან ყველა საგუშაგო და დაადანაშაულა კრემლი მიგრანტების კრიზისის გაღვივებაში.
მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვის “გავლენის აქტივობა” გამიზნულია ანგარიშსწორებისთვის სკანდინავიური ქვეყნის გადაწყვეტილების გამო, გაწევრიანდნენ ნატოში.
ასობით ადამიანი ავღანეთიდან, იემენიდან, სომალიდან და მაროკოდან, ჩავიდა ფინეთში ბოლო კვირებში, ბევრი მათგანი საკმარისი დოკუმენტაციის გარეშე. გაურკვეველია, როგორ შეძლებდნენ ისინი რუსეთში შესვლას ან გასვლას, თუ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი