ვლადიმერ პუტინმა ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლას მადუროს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, – ს განცხადებას კრემლი ავრცელებს.
„რუსეთ-ვენესუელის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობით მათი ყველა მიმართულებით პროგრესული განვითარება გაგრძელდება. ეს ჩვენი მეგობარი ხალხების ინტერესებს და უფრო სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის მშენებლობას შეესაბამება“, – წერს ვლადიმერ პუტინი.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ნიკოლას მადურო რუსეთში ყოველთვის სასურველი სტუმარია.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ არჩევნებში მათმა წარმომადგენელმა გაიმარჯვა და გონსალესმა ამომრჩეველთა ხმების 70% მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ