ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს!

ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის ოლიმპიადის რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლი ენხრილენ ლხაგვატოგო მარტივად დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ლიპარტელიანმა დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს, შემდეგ კი უზბეკ შუხურჯონ ამინოვას სძლია, მეოთხედფინალი კი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან წააგო.
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში