კრემლი საფრანგეთის რკინიგზაზე თავდასხმასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს

კრემლი საფრანგეთის რკინიგზაზე მომხდარ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. ს ხელისუფლების განცხადებით, დასავლური მედიის ნაწილის მოსაზრებებს და ეჭვებს ფაქტები არ ამყარებს.
, კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ მედიის ნაწილის მიერ გამოთქმული ბრალდებები აბსურდულია და მიაჩნია, რომ დასავლური მედიის ნაწილი, “ყველაფერში ს დადანაშაულებას ცდილობს.”
„ფაქტია, რომ ბევრია დაბალი კლასის მედია, თუნდაც პატივსაცემი მედია, რომლებიც არ ერიდებიან არაფერს, რათა რუსეთი დაადანაშაულონ ყველაფერში, რაც ხდება“,- ამბობს პესკოვი.
საფრანეთის რკინიგზის ჩქაროსნულ ხაზზე თავდასხმა ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, რამაც ქვეყნის მასშტაბით სარკინიგზო მიმოსვლის გაჩერება გამოიწვია. შეფერხება სასიგნალო სადგურებისა და გადამცემი ხაზების დაზიანებამ გამოიწვია.
საფრანგეთის პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და არ გამორიცხა, რომ მომხდარის უკან უცხოეთის ძალები იდგნენ. ფრანგული მედიის ნაწილის მოსაზრებით, შესაძლოა, თავდასხმის უკან რუსეთი იდგეს, ნაწილი კი გამოთქვამს ვარაუდს, რომ თავდასხმის უკან მემარცხენე აქტივისდები დგანან.
„ეს უახლესი ყალბი ინფორმაციაა – უფრო დაუსაბუთებელი ბრალდებები“, – თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა