ეთერ ლიპარტელიანი რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა [VIDEO]

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობს.
ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო, ჯერ დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს, შემდეგ კი კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვას სძლია.
სამწუხაროდ, მეოთხედფინალში ეთერი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს შეებრძოლება.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც წარდგა, თუმცა პირველ წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში