ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) პირველივე წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.
ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნე დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

ასევე დაგაინტერესებთ