ერდოღანმა ისრაელში ინტერვენცია არ გამორიცხა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელში ინტერვენცია არ გამორიცხა.
„სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ შეხვედრაზე რიზეში ერდოღანმა ისაუბრა ომზე ღაზაში და ხაზი გაუსვა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებს.
„თუ ძლიერები ვიქნებით, ვერ გააკეთებს ასეთ რაღაცებს პალესტინასთან მიმართებით. როგორც ჩვენ შევედით ყარაბაღში, როგორც შევედით ლიბიაში, ისევე შეგვიძლია შევიდეთ [ისრაელშიც]“, — განაცხადა ერდოღანმა.
2020 წელს თურქეთმა სამხედრო პერსონალი გაგზავნა ლიბიაში გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის მხარდასაჭერად. რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, თურქეთმა შარშან განაცხადა, რომ იყენებს „ყველა საშუალებას“, მათ შორის სამხედრო წვრთნასა და მოდერნიზაციას მოკავშირე აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
ერდოღანმა ასევე გააკრიტიკა ისრაელის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა -ის კონგრესში და ს „ჩვენი დროის ჰიტლერი“ უწოდა. მან ასევე თქვა, რომ თურქეთი გააგრძელებს პალესტინის მხარდაჭერას.
„ერდოღანი სადამ ჰუსეინის კვალს მიჰყვება და ისრაელზე თავდასხმით იმუქრება. უბრალოდ გაიხსენოს, რა მოხდა იქ და როგორ დასრულდა“, — ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი თურქეთის პრეზიდენტის მუქარას.
ארדואן הולך בדרכו של סדאם חוסיין ומאיים לתקוף את ישראל. רק שיזכור מה קרה שם ואיך זה הסתיים.@RTErdogan pic.twitter.com/6GykLtLoh4 — ישראל כ”ץ Israel Katz (@Israel_katz) July 28, 2024
სადამ ჰუსეინის რეჟიმი 2003 წელს დაამხეს და ის სიკვდილით დასაჯეს.