პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32.4%-მა ქართული ოცნება/ხალხის ძალა დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 17.3%-მა, ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის ერთობა კი – 12.8%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
· საქართველოსთვის (გიორგი გახარია) – 11.2%
· კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი/გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა) – 9.9%
· გირჩი () – 5.2%
· ლეიბორისტული პარტია – 3.3%
· პატრიოტთა ალიანსი და ალტ-ინფო – 2.6%
· მოქალაქეები – 2.2%
· ევროპული საქართველო – 1.9%
· სამართლიანობისთვის () – 0.9%
· სხვა – 0.3%
ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2024 წლის 11-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.
კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.