ვლადიმერ ფესენკო – უკრაინას უნდა მშვიდობა, მაგრამ არა რუსული პირობებით, რუსეთის მიზანია აიძულოს უკრაინა დათანხმდეს კაპიტულაციას

ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე უკრაინულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე, იმაზე, რამდენად ეხმარება ახლა კოლექტიური დასავლეთი ს და ამ ეტაპზე რა მიზანი აქვს უკრაინას ფრონტის ხაზზე, ასევე ს სავარაუდო გეგმებზე უკრაინასთან მიმართებაში „ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.
– ბატონო ვლადიმერ, ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მხედველობაში მაქვს -ში საპრეზიდენტო ს მარათონი, გვინდა გესაუბროთ თავად უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.
უფრო სწორად, იმაზე თუ როგორი დამოკიდებულებებია უკრაინაში რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე, რაზეც ხშირად გვესმის საუბარი ერთი მხრივ რუსეთიდან, მეორე მხრივ დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან.
ყველას ესმის, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თემას იმ ფონზე ააქტიურებს, როცა თავად უკრაინასთან გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.
ბევრი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი ცდილობს ომში ტაიმ-აუტის აღებას და დროის მოგებას…
– რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების მცდელობებით ცდილობს აიძულოს უკრაინა და უკრაინის მხარდამჭერი დასავლელი პარტნიორები უკრაინა დათანხმდეს მშვიდობას რუსეთის პირობებზე, უფრო სწორად კაპიტულაციის პირობებზე.
პუტინი ღიად საუბრობს რომ მზადაა უკრაინასთან ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც დაფუძნებული იქნება უკრაინის მხრიდან ცალმხრივ დათმობებზე. ეს კი უკრაინისთვის მიუღებელია. მანამდე, ვიდრე რუსეთის მხრიდან იქნება ასეთი ტიპი ულტიმატუმები, მტკიცებები რომ დათმობებზე მხოლოდ უკრაინა უნდა წავიდეს, რუსეთთან არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაიწყება, რადგან იგი ცალმხრივ დათმობებზე მხოლოდ უკრაინის დათანხმებას ითვალისწინებს.
უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს რუსულ პირობებზე
რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებს რუსულ წინადადებებზე უკრაინული საზოგადოება. უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, უკრაინულ საზოგადოებაში ადამიანებს სხვადასხვა პოზიციები და მოსაზრებები აქვს.
სოციოლოგიური კვლევებით, უკრაინის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მშვიდად და ნორმალურად აფასებს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 70%-ზე მეტი თვლის, რომ ომის დასასრულებლად საჭიროა არა მხოლოდ ომის, არამედ დიპლომატიური ინსტრუმენტები. მაგრამ, უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს რუსულ პირობებზე.
– უკრაინელი პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით ცდილობს უკრაინული საზოგადოების გახლეჩას, ერთმანეთთან დაპირისპირებას.
მათივე აზრით, კრემლის მიზანია უკრაინისთვის არა დონბასის წართმევა, არამედ უკრაინული სახელმწიფოს განადგურება…
– პუტინის რომ უკრაინის სახელმწიფოს განადგურება უნდა, ეს ცხადზე ცხადია, სწორედ ამისთვის დაიწყო მან ომი უკრაინასთან. 2 წელიწად ნახევარია ომი მიმდინარეობს და მას ამ მიზნის შესრულება არ გამოუვიდა.
ომის დასრულების თემა ძალიან სერიოზული საკითხია, ამიტომ არ უნდა განვიხილოთ რუსეთის მხრიდან საუბრები სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის გათვლილ ქმედებებად, ან ფსიქოლოგიურ დივერსიად.
ყველაფერი გაცილებით რთულად გამოიყურება. პუტინის ამოცანა მაქსიმუმია უკრაინა რუსეთის კონტროლს დაექვემდებაროს, დღევანდელი სახით უკრაინის სახელმწიფომ უნდა დაასრულოს თავისი არსებობა. ამის შესახებ ამას წინათ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაწერა.
ამ მიზნების მიღწევა პუტინმა ვერ შეძლო და ალბათ, ვერც შეძლებს. ამიტომ, ახლა პუტინი ამოცანა მინიმუმია უკრაინისგან მიიღოს მაქსიმალური დათმობები. მიაღწიოს იმას, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ომის დასრულებაზე რუსულ პირობებზე, ანუ, უკრაინის მხრიდან ცალმხრივ დათმობებზე.
საუბარია უკრაინის მხრიდან ძალიან სერიოზულ დათმობებზე, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ტერიტორიული დათმობები პუტინის მოთხოვნებია. პუტინი არ აპირებს უკრაინისთვის არაფრის დათმობას. მას სურს რუსეთმა უკრაინისგან მიიღოს იმ ტერიტორიების კონტროლზე თანხმობა, რომელსაც დღეისთვის აკონტროლებს. მთავარი ისაა, რომ პუტინს უკრაინისგან ტერიტორიები კი არ უნდა, არამედ უნდა უკრაინის განიარაღება.
ახლა პუტინი ამოცანა მინიმუმია უკრაინისგან მიიღოს მაქსიმალური დათმობები. მიაღწიოს იმას, რომ უკრაინამ ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ომის დასრულებაზე რუსულ პირობებზე, ანუ, უკრაინის მხრიდან ცალმხრივ დათმობებზე
პუტინის მიზანია სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით მაქსიმალურად შეამციროს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ამბობს, რომ 2022 წლის აპრილში ამის შესახებ მხარეები შეთანხმდნენ. არადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებაზე არავითარი შეთანხმება მიღწეული არ ყოფილა.
პუტინი საუბრობს რუსული შეთანხმების პროექტზე, რომელიც უკრაინას არ მიუღია. მაგრამ, იმ პროექტში საუბარი იყო უკრაინული ძალების დაახლოებით 4 ჯერ შემცირებაზე, ასევე მისი შეიარაღების შემცირებაზე. გარდა ამისა, პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოს წევრობაზე. არის ამ პროექტში სხვა მოთხოვნებიც, მაგრამ მთავარი ისაა, რაზეც უკვე მოგახსენეთ.
პუტინი საუბრობს რუსული შეთანხმების პროექტზე, რომელიც უკრაინას არ მიუღია. მაგრამ, იმ პროექტში საუბარი იყო უკრაინული ძალების დაახლოებით 4 ჯერ შემცირებაზე, ასევე მისი შეიარაღების შემცირებაზე. გარდა ამისა, პუტინი მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოს წევრობაზე
რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ეს წინადადებები მიუღებელია. მაგრამ, ეს არის ის წინადადებები, რომელზეც პუტინი ამბობს, რომ მზადაა დათანხმდეს უკრაინასთან მშვიდობას. პუტინი ამზადებს იმგვარ პირობებს, რომ უკრაინაზე შემდეგი გალაშქრებისას დაიპყროს უკრაინა. თუ უკრაინას არ ეყოლება ბრძოლისუნარიანი არმია იგი ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.
ჩემი აზრით, პუტინს უნდა ორ სვლაში ერთი მხრივ მაქსიმალურად მიაღწიოს უკრაინის მხრიდან დათმობებს, და შემდეგ, როცა უკრაინას არ ექნება თავისი თავის დაცვის შესაძლებლობა, მოამზადოს უკრაინის დაპყრობის პირობები. ასეთია პუტინის ლოგიკა, რომელიც უკრაინისთვის მიუღებელია.
პუტინმა კარგად იცის, რომ თუ მშვიდობა მიღწეული იქნება უკრაინისთვის მიუღებელ პირობებზე, ეს უკრაინაში გამოიწვევს კონფლიქტს. რაც ქვეყანას მიიყვანს ვითარების მაქსიმალურად დაძაბვამდე, გაამწვავებს შიდა დაპირისპირებას და პოლიტიკურ ბრძოლას, რაც გამოიწვევს უკრაინის შიგნიდან დასუსტებას. მოსკოვში ასეთი გათვლები კეთდება, იმისთვის, რომ უკრაინა იძულებული გახდეს მიიღოს რუსული პირობებით მშვიდობა. უკრაინა არ აპირებს მიიღოს რუსული პირობებით მშვიდობა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოსთვის მიუღებელია.
პუტინმა კარგად იცის, რომ თუ მშვიდობა მიღწეული იქნება უკრაინისთვის მიუღებელ პირობებზე, ეს უკრაინაში გამოიწვევს კონფლიქტს. რაც ქვეყანას მიიყვანს ვითარების მაქსიმალურად დაძაბვამდე, გაამწვავებს შიდა დაპირისპირებას და პოლიტიკურ ბრძოლას, რაც გამოიწვევს უკრაინის შიგნიდან დასუსტებას. მოსკოვში ასეთი გათვლები კეთდება, იმისთვის, რომ უკრაინა იძულებული გახდეს მიიღოს რუსული პირობებით მშვიდობა. უკრაინა არ აპირებს მიიღოს რუსული პირობებით მშვიდობა, რომელიც უკრაინის სახელმწიფოსთვის მიუღებელია
მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინას ულტიმატუმებს უყენებს, რუსეთთან არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გაიმართება.
– სწორად გავიგე – პუტინს სამშვიდობო მოლაპარაკებების თემაზე უკრაინული საზოგადოების დაპირისპირება არ გამოსდის. . .
– დიახ. ასეა თუნდაც იმის გამო, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაწყებულა. საუბრები მოლაპარაკებებზე ბევრი გვესმის. უკრაინის საზოგადოების ნაწილი მოლაპარაკებების თემის მიმართ მშვიდად ხვდება, მეორე ნაწილი მოლაპარაკებების თემის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი, მაგრამ, ამ ნაწილისთვის რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება იმ შემთხვევაში იქნება მიუღებელი თუ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვა. არიან ასევე პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არიან.
ომი რუსეთთან 2 წელზე მეტია მიმდინარეობს, ამიტომ ბევრი თვლის, რომ დროში გაწელილი ომი უკრაინის ინტერესებში არაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ უკრაინელების საკმაოდ დიდი ნაწილი მოლაპარაკებების თემას მშვიდად ხვდება, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დათქმით – მოლაპარაკებები რუსეთთან არ უნდა იყოს რუსულ პირობებზე.
ომი რუსეთთან 2 წელზე მეტია მიმდინარეობს, ამიტომ ბევრი თვლის, რომ დროში გაწელილი ომი უკრაინის ინტერესებში არაა. სწორედ ამიტომაცაა, რომ უკრაინელების საკმაოდ დიდი ნაწილი მოლაპარაკებების თემას მშვიდად ხვდება, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დათქმით – მოლაპარაკებები რუსეთთან არ უნდა იყოს რუსულ პირობებზე
სწორედ ამიტომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ, ჩინეთში ვიზიტისას თქვა – „რუსეთი არაა მზად უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთს უკრაინის მიმართ არაკეთილსინდისიერი პოზიცია აქვს.“ როცა რუსეთს არ ექნება უკრაინის მიმართ ულტიმატუმები, მაშინ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი იქნება.
– სავარაუდოდ, როგორია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების თემაზე კოლექტიური დასავლეთისა და ამერიკის პოზიციები?
– ამ თემაზე ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია გამოხატა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა, როცა იგი მაისში კიევში იმყოფებოდა. მის ამ პოზიციას იზიარებენ ამერიკა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ეს პოზიციები მანამდეც ადრე არა ერთხელ გვესმოდა და მათ ახლაც ხშირად იმეორებენ.
მაშინ კიევში ენტონი ბლინკენმა თქვა – „როდის და რა პირობებით დაიწყება მოლაპარაკებები რუსეთთან, ეს უკრაინის გადასაწყვეტია“. ასეთია აშშ-სა და ჩვენი ოფიციალური პარტნიორებს პოზიცია.
მაგრამ, ბუნებრივია, რომ არიან რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მომხრეები. ისინი ამის შესახებ საუბრობენ. „მშვიდობის სამიტის“ კონფერენციის თანაორგანიზატორმა შვეიცარიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იქნას დაწყებული. ამაზე საუბრობენ ამერიკელ პოლიტიკოსთა ნაწილი ტრამპის გუნდიდან.
ისინი ამბობენ, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში. თავად ტრამპმაც არა ერთხელ თქვა, რომ იგი გახდება სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორი. მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ მას დღეს არანაირი სამშვიდობო გეგმა არ აქვს.
დღეისათვის ამერიკის და დასავლეთის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებები როდის და რა პირობებით შეიძლება დაიწყოს, ცნობილია – ეს ის თემაა, რომელიც თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს
ვხედავთ პუბლიკაციებს ამ თემაზე. ბრიტანეთის ექსპრემიერმა ბორის ჯონსონმა, პომპეომ გამოთქვეს ამ თემაზე თავისი მოსაზრებები. ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ტრამპს უკრაინაში ომის დასრულების სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობენ. ეს სცენარები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
მაგრამ, ვიმეორებ, დღეისათვის ამერიკის და დასავლეთის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებები როდის და რა პირობებით შეიძლება დაიწყოს ცნობილია – ეს ის თემაა, რომელიც თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს.
– ტრამპისა და „რესპუბლიკელების“ გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება.
ფ-16-ების უკრაინისთვის გადაცემაზე საუბრები და დაპირებები თებერვლის თვიდან გვესმის, მაგრამ, ვხედავთ, რომ ისინი უკრაინას დღემდე არ აქვს მიღებული…
– არავის უთქვამს, რომ უკრაინა თებერვალში მიიღებს ფ-16-ებს. იყო განცხადებები, რომ უკრაინა ამ თვითმფრინავებს არა უგვიანეს ზაფხულისა მიიღებს. რამდენადაც ვიცი, მათი გადმოცემის პრეზენტაციები არ შედგება. ფ-16-ის გადმოცემა ტესტირების რეჟიმში მოხდება. ამ ტესტების მიზანია ფ-16-ის გამოყენებით გაირკვეს რამდენად იქნება შესაძლებელი მათი ეფექტური გამოყენება იმისათვის რომ უკრაინის ცა უკეთ იყოს დაცული.
თუ ეს ტესტირება წარმატებით დასრულდა, მაშინ მათი გამოყენება უფრო მასშტაბური იქნება. სპეციალისტებმა იციან, რომ ფ-16-ების გამოსაყენებლად საჭიროა გაცილებით გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. რუსეთი პერმანენტულად ბომბავს უკრაინულ აეროდრომებს და ანგრევს მათ. გარდა ამისა, ფ-16-ების მომსახურებისთვის საჭიროა მომსახურების საკმაოდ დიდი გუნდი.
უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ როცა უკრაინას ეყოლება ფ-16-ების ორი ესკადრილია, ეს ომის მიმდინარეობაში ცვლილებებს ვერ შეიტანს. მათი ქონით უკრაინის პოზიციები ჰაერში გაუმჯობესდება. რუსული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ ისინი უკეთ იმუშავებენ. არაა გამორიცხული მათ უკეთ იმუშაონ რუსული ავიაციური ბომბების წინააღმდეგაც. ამგვარი მოლოდინები არსებობს და ვნახოთ რეალურად როგორ იქნება. ვიმეორებ, ფ-16-ის 2 ესკადრილია ომის მსვლელობაში სერიოზულ ცვლილებებს ვერ შეიტანს.
მაშინ როცა უკრაინას ეყოლება ფ-16-ების ორი ესკადრილია, ეს ომის მიმდინარეობაში ცვლილებებს ვერ შეიტანს. მათი ქონით უკრაინის პოზიციები ჰაერში გაუმჯობესდება. რუსული უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ ისინი უკეთ იმუშავებენ. არაა გამორიცხული მათ უკეთ იმუშაონ რუსული ავიაციური ბომბების წინააღმდეგაც. ამგვარი მოლოდინები არსებობს და ვნახოთ რეალურად როგორ იქნება. ვიმეორებ, ფ-16-ის 2 ესკადრილია ომის მსვლელობაში სერიოზულ ცვლილებებს ვერ შეიტანს
რა თქმა უნდა, უკრაინა დამოკიდებულია ამერიკულ და ევროპულ სამხედრო დახმარებაზე. ცხადია, რომ უკრაინის რესურსები საკმარისი არაა იმისთვის, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას. დიახ, იყო შეფერხება უკრაინისთვის ამერიკულ ტექნიკის მიწოდებაში, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინამ გაუძლო.
ამ სიტუაციით რუსეთმა ისარგებლა და შეძლო გარკვეულ მონაკვეთებზე წინ წაწევა, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში. დასავლური სამხედრო დახმარება უკრაინას ახლაც აკლია, იმისთვის რომ ფრონტზე შევძლოთ ვითარების დასტაბილურება.
მაგრამ, ახლა ამერიკული სამხედრო დახმარება აღდგენილია, მაისის თვიდან ჩვენ მას ვიღებთ, უმჯობესდება საარტილერიო რაკეტების მოწოდების საქმე. ამ თვალსაზრისით არსებობს პოზიტიური ტენდენციები, მაგრამ, ეს საკმარისო არაა იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს სამხედრო მოქმედებებში. ეს კი უკრაინის ერთ-ერთი პრობლემაა.
– მას შემდეგ, რაც უკრაინა სრულად მიიღებს დაპირებულ სამხედრო დახმარებას, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე წლის ბოლომდე გადავიდეს?
– ახლა უკრაინის ამოცანაა ფრონტზე არსებული სიტუაციის დასტაბილურება და ფრონტის ხაზზე სამხედრო პარიტეტის აღდგენაა. ჩემი აზრით და რიგი სამხედრო ექსპერტების აზრით, უკრაინას ამ ეტაპზე არა აქვს რესურსები იმისათვის, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეს.
ახლა მთავარი ამოცანაა შეჩერებულ იქნას რუსული შემოტევა და ფრონტის ხაზზე დასტაბილურდეს. ეს არის ის, რამაც შეიძლება აიძულოს რუსეთი დაიწყოს რეალური მოლაპარაკებები წინასწარ ყოველგვარი ულტიმატუმების წამოყენების გარეშე.
ახლა უკრაინის ამოცანაა ფრონტზე არსებული სიტუაციის დასტაბილურება და ფრონტის ხაზზე სამხედრო პარიტეტის აღდგენაა… უკრაინას ამ ეტაპზე არა აქვს რესურსები იმისათვის, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეს
– მოლაპარაკებების დაწყება რა თემაზე შეიძლება იყოს დაწყებული – იმაზე, რომ რუსეთმა დატოვოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები?
– რასაც თქვენ ამბობთ, უნდა უკრაინის მოსახლეობის უმეტესობას, მაგრამ, მე რეალისტი ვარ – პუტინი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანას.
უკრაინა ცდილობს გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, ამის შესახებ ამას წინათ თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ამოცანის გადასაწყვეტად უკრაინას საკმარისო რესურსები არ აქვს. როცა მე ამას ვამბობ, ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას გამოვთქვამ.
ვიმეორებ, ახლა მთავარი ამოცანა მტრის შეჩერება და ფრონტის ხაზზე ვითარების დასტაბილურებაა. თუ შემდეგ უკრაინას ექნება რესურსები, თუ რუსეთს აღარ ექნა მეტი პოტენციალი, ან შეექმნა ქვეყნის შიგნით პრობლემები, მაშინ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინამ დაიწყოს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება.
ახლა მთავარი ამოცანა მტრის შეჩერება და ფრონტის ხაზზე ვითარების დასტაბილურებაა. თუ შემდეგ უკრაინას ექნება რესურსები, თუ რუსეთს აღარ ექნა მეტი პოტენციალი, ან შეექმნა ქვეყნის შიგნით პრობლემები, მაშინ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინამ დაიწყოს თავისი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება
– ფაქტია, რომ რუსეთსაც აქვს თავისი გეგმები. ისინი დღეს სავარაუდოდ, ასე გამოიყურება – ფრონტის ხაზი სრულად იყოს მოშლილი, რაც აიძულებს კიევს წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებებზე.
კრემლს რომ ასეთი გეგმები აქვს, არც რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლება და არც რუსული პროპაგანდა არ მალავს…
– რუსეთის მიზანი არაა აიძულოს უკრაინა დათანხმდეს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას, რუსეთის მიზანია აიძულოს უკრაინა დათანხმდეს კაპიტულაციას და ცალმხრივ დათმობებს.
უკრაინას სჭირდება აიძულოს რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებებს ულტიმატუმების გარეშე. რუსეთს მოლაპარაკებები კი არა, უკრაინის კაპიტულაცია უნდა.
– ევროპარლამენტში არჩევნების დასრულების შემდეგ ევროსტრუქტურებში სიტუაცია ლაგდება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ არის იმის ალბათობა, რომ უკრაინისთვის უკეთესი დრო დადგება…
– ევროპარლამენტში ჩატარებულმა არჩევნებმა გვანახა, რომ ევროპის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მათ შეინარჩუნეს უმრავლესობა. ევროპარლამენტში არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ევროპარლამენტის უმრავლესობა ინარჩუნებს უკრაინის მხარდამჭერ პოზიციებს.
ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკას ატარებს, იგულისხმება პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა. იგივე ეხება უკრაინის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უკრაინის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა უცვლელი რჩება. ურსულა ფორ დენ ლაინის ევროკომისიის ხელმძღვანელად ისევ არჩევა სწორედაც ამაზე მიუთითებს. იგი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ევროინტეგრაციას.
რაც შეეხება აშშ-ს. მოდით არ ვიჩქაროთ დასკვნების გაკეთება. დაველოდოთ აშშ-ში არჩევნების დასრულებას. უკრაინის პოზიცია ასეთია – უკრაინის სურვილია აშშ-ში ღირსეულად ჩატარდეს არჩევნები. აშშ-მ საერთაშორისო პოლიტიკაში შეინარჩუნოს ლიდერის მდგომარეობა, რომ გაიმარჯვოს ამერიკულმა დემოკრატიამ, უკრაინა იმუშავებს ნებისმიერ პრეზიდენტთან ვინც არ უნდა მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები.
დაველოდოთ აშშ-ში არჩევნების დასრულებას. უკრაინის პოზიცია ასეთია – უკრაინის სურვილია აშშ-ში ღირსეულად ჩატარდეს არჩევნები. აშშ-მ საერთაშორისო პოლიტიკაში შეინარჩუნოს ლიდერის მდგომარეობა, რომ გაიმარჯვოს ამერიკულმა დემოკრატიამ, უკრაინა იმუშავებს ნებისმიერ პრეზიდენტთან ვინც არ უნდა მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები
უკრაინისთვის მთავარი აშშ-ს პოლიტიკურ ძალებში შენარჩუნებული იყოს უკრაინის ორპარტიული მხარდაჭერა. ჩვენს არც ტრამპს და არც ჰარისს არ ვუჭერთ მხარს. თუ არჩევნები ტრამპმა მოიგო მისი პოლიტიკა უკრაინის მიმართ განსხვავებული იქნება იმისგან რაც ბაიდენს ჰქონდა.
არსებობს რისკები, რადგან „რესპუბლიკელთა“ ნაწილში არიან უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მოწინააღმდეგეები,, მაგრამ არიან მხარდამჭერებიც. მაგალითად პომპეო, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკამ უნდა გაზარდოს უკრაინისთვის მხარდაჭერა.
უკრაინა იბრძოლებს იმისთვის, რომ ოფიციალურ კიევს ჰქონდეს ამერიკის მხარდაჭერა იმ შემთხვევაშიც თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა
უკრაინული მხარე მუშაობს, შედგა პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბარი ტრამპთან. ტრამპმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ იგი არ დაეთანხმება უკრაინა-რუსეთს შორის რუსული პირობებით დაწყებას. რეალურად თუ როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკამ ჩვენ ამას გავიგებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აშშ-ს პრეზიდენტი გახდა. ამიტომ ვამბობ, მოდით არ გავაკეთოთ წინასწარი დასკვნები იმაზე თუ რას გააკეთებს ტრამპი მისი არჩევის შემთხვევაში.
დიდია იმის ალბათობა, რომ იგი იქნება რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების ინიციატორი, მაგრამ, არა მგონია რომ ეს მოლაპარაკებები რუსული პირობებით იყოს. მაგრამ, უკრაინაში ბევრი თვლის, რომ ასეთი სცენარიც შესაძლებელია. უკრაინა იბრძოლებს იმისთვის, რომ ოფიციალურ კიევს ჰქონდეს ამერიკის მხარდაჭერა იმ შემთხვევაშიც თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდა.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი