“იმედმა” ინფორმაცია წაშალა, ნაცვლად იმისა რომ შეცდომა გაესწორებინა

28 ივლისს, ტელეკომპანია “იმედმა” ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ნაციონალურ დევიზს სიტყვა “პრაიდი” დაამატა.”

“იმედმა” საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული განცხადება შემდეგნაირად თარგმნა:

“თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, “პრაიდი”.

სინამდვილეში, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში წერს:

“თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სიამაყე.”

მოგვიანებით, “იმედმა” ინფორმაცია წაშალა, ნაცვლად იმისა რომ შეცდომა გაესწორებინა და მკაფიოდ განემარტა, რომ ინფორმაციის თავდაპირველი ვერსია არასწორად იყო თარგმნილი.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ