74% პრეზიდენტის ქართულ ქარტიას დადებითად აფასებს – Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 10% სრულად ინფორმირებულია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ სამოქმედო გეგმა ქართულ ქარტიასთან დაკავსირებით, 30% მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია, 60% კი მასზე არ სმენია, არ იცის ან არ პასუხობს კითხვას.

რაც შეეხება უშუალოდ ქართულ ქარტიას, მათგან, ვისაც მის შესახებ სმენია, ქარტიას და მის გარშემო ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას 74% პოზიტიურად აფასებს, 26% კი ნეგატიურად.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 11-24 ივლისის შუალედში.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი – ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება – არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ