თაზო დათუნაშვილი: …მაკრონის ტვიტი ლგბტ პროპაგანდად გაავრცელეს !!!

“Fierté – ფრანგული სიტყვაა და ქართულად სიამაყეს ნიშნავს !!! სიამაყეს, აი იმ გრძნობას, რომელიც არ გააჩნია ამ მედიაუბორნიის არცერთ თანამშრომელს, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ, უბინძურეს და უსაზიზღრეს რუსულ სამხედრო პროპაგანდაში არიან ჩართულები !!!
პრეზიდენტმა მაკრონმა ეს ტვიტი პარიზის ოლიმპიადის გახსნას მიუძღვნა და ამით მისი სიამაყის გრძნობა გამოხატა. იმედის მეტვალეტეებმა ეს ტვიტი აიღეს და თარგმნეს გუგლის ტრანსლეიტით, რადგან უწიგნური და უმეცარი ხალხია და სხვანაირად არ იციან. თარგმანში სიტყვა Pride შემოადნათ და აი სენსაციცაც – მაკრონის ტვიტი ლგბტ პროპაგანდად გაავრცელეს !!! ესე ხდება როდესაც ბანძი ხარ !!!
აი ისეთი ბანძი და უბადრუკი, საიდუმლო სერობა და ღმერთთა ნადიმი რომ ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან და სატანის ზეიმად რომ გამოუცხადება ამხელა ოლიმპიადის გახსნა და რომაული პანთეონის ღმერთების გაშარჟება მკრეხელობა გონია – თითოქს ან აპოლონის ქურუმი იყოს, ან იუპიტერის მიმდევარი 🤦🏻‍♂️🤷🏻‍♂️
და ბოლოს, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და ჩვენი მტრების მთავარი იარაღი – უმეცრებაა. მხოლოდ უმეცარ კაცს შეუძლება დააჯერო ის ბანძი ტყუილები, რასაც იმედი, ოცნება, რუსები და მართლა ამ ქვეყნის დემონები ცდილობენ რომ დაგვაჯერონ !!!
უმეცრება უნდა დავამარცხოთ !!!” – წერს სოცილურ ქსელში თაზო დათუნაშვილი.