საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ “გრანადაში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.
მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხბურთელი კიევის “დინამოს” საკუთრებაა და “გრანადაში” 1-წლიანი იჯარით იასპარეზებს.
“ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს. ჩემი შვილი ამ ქვეყანაში დაიბადა. ესპანეთს ხშირად ვსტუმრობთ და აქაურობა ძალიან მოგვწონს.
ითამაშო ფეხბურთი ამ ქვეყანაში, ეს ოცნებაა. როდესაც “გრანადასგან” შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია… ისტორიულ კლუბში მოვხვდი და მისი ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ”, – ციტირებს წიტაიშვილს Mundo Deportivo.