ლაგოდეხში სტიქიამ სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელი ჭიაური და წითელგორი დააზარალა.
მერიის ცნობით, სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების და სათბურების ნაწილი დაუზიანა. ამასთან, დაზიანებულია ელსადენების გადამცემი ბოძები, მოგლეჯილია ხეები.
ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები:
„ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია თორმეტამდე საცხოვრებელი სახლი, რომელსაც სახურავი დაუზიანდა ძლიერი ქარის შედეგად. დატბორილია დაახლოებით ასამდე ოჯახის პირველი სართულები. შესაბამისი პრევენციული სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს“ — აცხადებს ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ