სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, გადახდილია სახურავები.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.
სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
ზუსტად რა ზარალი მიაყენა გუშინდელმა სტიქიამ, უცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყებენ ზარალის დათვლას.