ბექა ლილუაშვილი – არჩევნებზე მარტო პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია – ასევე, “ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები

არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ის ადასტურებს, რომ პარტიას „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებთან აქვს მოლაპარაკებები.
„არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა ნომრით გადიან არჩევნებზე. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია. ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი გვიერთდება და ჩვენს გვერდით არის. უბრალოდ, ამას თავისი დრო აქვს და ჩვენ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვექნება. ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა, არის მზარდი. ამაზე მეტყველებს ყველა ობიექტური პოლიტიკური მხარდაჭერის კვლევა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის რეიტინგი არის ყველაზე მაღალი, რასაც კვლევები აჩენებს. ამიტომ, ჩვენ არჩევნებზე წარვდგებით ძლიერი გუნდით, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში ყველაზე სწრაფად გაწევრიანება და პოლარიზაციის დასრულება, „ნაციონალური მოძრაობისა და „ოცნების“ ტყვეობიდან გამოყვანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას უკან ხევს“,-განაცხადა ლილუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ პარტია „ გახარია საქართველოსთვის“ სთვის ძალიან ძლიერი გუნდი ეყოლება. ს თქმით, დეტალებთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან ამ გუნდის წევრები, საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.
„ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს გიორგი გახარიამაც დაადასტურა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა