ლაგოდეხის რაიონი სტიქიამ ისევ დააზარალა

რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის სოფელ ჭიაურში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
წვიმასთან თან ახლდა ძლიერი ქარი და სეტყვა. ოცამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. დაისეტყვა სასოფლო სამეურნეო სავარგულები – საზამთროს და ნესვის ბაღები, ასევე სიმინდის ყანები.
მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და საყრდენები.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დატბორილი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.
ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის ზონაში მუშაობენ სტიქიის შედეგების შემსწვავლელი კომისიის წევრები.
“რიცა დაზუსტებული მონაცემები გვექნება, მერია დაეხმარება იმ ოჯახებს ვისაც ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა”, – აცხადებს იგი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სტიქიამ ლაგიდეხის მუნიციპალიტეტი მესამედ დააზარალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ