ნიკოლოზ წულუკიძე: უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…

„იმედის დღეში“ სტუმრად იმყოფებოდა ლეგენდარულ ანსამბლ „ორერას“ წევრი გენო ნადირაშვილი. პასუხისმგებლობაზე საუბრისას ნიკოლოზ წულუკიძემ სევდიანი ამბავი გაიხსენა.„არ იქნება სასიამოვნო ამის მოსმენა, მაგრამ უნდა მოვყვე. რამდენიმე წლის წინ თბილისობის დღესასწაულზე ფოლად ბულბულ ოღლს გადასცეს საპატიო თბილისელის მოქალაქის წოდება.

ეს საღამო მე მიმყავდა. ჩამოფრინდა ბატონი ფოლადი და ჰკითხეს, რამეს ხომ არ იმღერებთო.
„თუ „ორერას“ ბიჭები მოვლენ, ვიმღერებო“. – უპასუხა მან.

გენოს ვინ დაურეკავსო, იკითხეს, არ ვიცოდი რაში იყო საქმე და დავურეკე ბატონ გენოს. ხმაზე შევატყვე, რომ ძველებურად არ შემხვდა.

სანამ მოვიდოდა, გავიგე, რომ ეს ბატონო გენოს შვილის დაკრძალვის დღე იყო. არ წარმომიდგენია, ასეთი რამ მეგობრობისთვის, პროფესიითვის, თუ არ ვიცი, რისთვის.

მოვიდა და იმღერა. ბატონო გენო ისეთი მაგალითი გახდით ჩემთვის… მე ეგეთი მაგარი ვერ გამოვდექი როგორც თქვენ, მაგრამ მე ძალიან ხშირად მახსენდებოდა ეს. რა არის ეს პროფესიის სიყვარული, თუ სიცოცხლის სიყვარული“ – მიმართა ნიკოლოზ წულუკიძემ გენო ნადირაშვილს.

„ეს სიცოცხლის სიყვარულია და მოვალე ხარ, რაკი საჭიროა, ეს უნდა გააკეთო. ჩემთვის ტრაგედია იყო, მაგრამ ვერ ვუღალატებდი კონცერტს, რომელიც შენ მიგყავდა, ჩემო ნიკა და სხვათა შორის, კარგად ჩაიარა.“ – თქვა გენო ნადირაშვილმა ნიკოლოზ წულუკიძის საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ