სირცხვილია – ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების მერვედფინალში ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან მოულოდნელად 14:15 დამარცხდა.
მეთვრამეტე ნომრად განთესილმა ამერმა ბაზაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია, თუმცა ქართველი მიიჩნევდა, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლო იყო და დიდხანს და უშედეგოდ აპროტესტებდა. ის ამბობდა, რომ მოწინააღმდეგემ ხუთი შეცდომა დაუშვა და არბიტრების გადაწყვეტილება სირცხვილი გახლდათ.
სანდრომ 1/16-ფინალში მექსიკელ ხიბრან საეს 15:6 მოუგო, თუმცა შემდეგ მარცხი განიცადა და მედლებისთვის ბრძოლას ვერ შეძლებს.
შედეგს დააფიქსირებენ ხოლმე მსაჯები და შემდეგ აღიარებენ რომ უი თურმე შეცდომა დაუშვეს. სპორტსმენები 4 წელი ემზადებიან ამ ერთი დღისთვის და ვიღაც უპასუხისმგებლო ტიპები(მსაჯი,დელეგატი,დირექტორი,პრეზიდენტი),ბრძოლის შემდეგ ამბობენ რომ თურმე შეცდომა დაუშვეს