დონალ ტრამპი – ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით. მხოლოდ ამჯერად. თქვენ ამის გაკეთება აღარ მოგიწევთ. კიდევ ოთხი წელი. იცით რაა? ყველაფერი გამოსწორდება. ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩემო მშვენიერო ქრისტიანებო. მიყვარხართ ქრისტიანებო! უნდა გამოხვიდეთ და ხმა მისცეთ. ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ. ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია და „რესპუბლიკელებმა“ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ