შეიარაღებული თავდასხმა იერუსალიმში | მოკლულია სამი და დაჭრილია ექვსი ადამიანი

იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
გამოცემის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 7:40 საათზე მოხდა, თავდამსხმელი კი პალესტინელი ძმები იყვნენ. ისინი ს დედაქალაქის შესასვლელს ავტომობილით მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდნენ და ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. ისინი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს.
ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ძმები ტერორისტული ორგანიზაცია “ჰამასის” წევრები იყვნენ და წარსულში ტერორისტული ქმედებებისთვის იყვნენ დაკავებულები.
როგორც გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ჩანს ტერორისტები M-165-ის ტიპის შაშხანებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. პოლიციამ მათი ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინა.