რუსული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, უკრაინის უშიშრობა პოჩაევის ლავრაში ჩხრეკას ატარებს

უკრაინის უშიშროების სამსახური პოჩაევის ლავრაში, სადაც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის ეკლესია რელიგიურ შენობებს უფასოდ იყენებს, ჩხრეკას ატარებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ჩხრეკის მიზეზი ლავრის წარმომადგენლების მიერ, რუსული იდეოლოგიის გავრცელებაა.
2022 წლის ბოლოს, ტერნოპოლის საოლქო საბჭომ მთავრობის მეთაურს, პარლამენტს, უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას პოჩაევის ლავრას სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებისა და ანტიუკრაინული საქმიანობის გამოძიების თაობაზე მიმართა. ამის შემდეგ, უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ საგამოძიებო კომისია შექმნა და ფინანსური აუტიდიც დაიწყო.