პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია იმართება

ათასობით სპორტსმენი, ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა გუნდების წევრები, სხვადასხვა ზომის გემებზე მიესალმება მაყურებელს პარიზის ცენტრში მდინარე სენაზე.
ოლიმპიური თამაშების გახსნის დღემდე არნახული ცერემონია იმართება 26 ივლისს საღამოს პარიზის ცენტრში.
ცერემონია, რომელიც საფრანგეთმა გადაწყვიტა წარმოედგინა, შეფასდა როგორც უპრეცედენტო და მაღალი რისკის მქონე.
აღლუმში მონაწილე 7500-მდე სპორტსმენმა, რომლებიც 85 გემისგან შემდგარი ფლოტილიით მდინარე სენის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩაუარეს მაყურებელს.
პარიზის შოუს თვალყურს ადევნებს 300,000 გულშემატკივარი და საპატიო სტუმრები მთელი მსოფლიოდან.
საქართველოს გუნდში ამჯერად 28 ოლიმპიელია მათგან 7 – ქალი.
2024 წლის თამაშები, რომელიც ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნა, 11 აგვისტომდე გასტანს და ძირითადი შეჯიბრები პარიზში მოეწყობა, სპორტული ასპარეზობა გაიმართება საფრანგეთის არაერთ სხვა ქალაქში, ხოლო სერფინგის მოყვარულებს სპორტის ამ სახეობაში შეჯიბრების თვალყურის დევნება საფრანგეთის პოლინეზიაში, ტაიტიზე მოუწევთ.
24 ივლისიდან უკვე გაიმართა წინასწარი პაექრობა ოთხ სახეობაში.
სულ, პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობს 206 ქვეყნის ათი ათასზე მეტი სპორტსმენი, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან 32 სახეობასა და 48 ქვესახეობაში.
პარიზმა ოლიმპიურ თამაშებს უკვე ორჯერ უმასპინძლა, 1900 და 1924 წლებში. ზამთრის თამაშები საფრანგეთში ასევე სამჯერ, 1924, 1968 და 1992 წლებში ჩატარდა.
ფორუმი