2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო | დანაშაულის სტატისტიკა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 026 პირის მიმართ დაიწყო. მათ შორის, 59 არასრულწლოვანია, ხოლო 146 -მა პირმა პირმა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. დევნა შეწყდა 20 პირის მიმართ, მათ შორის 1 არასრულწლოვნის.
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 682 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
· შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი – 199
· ქვემო ქართლი 190
· კახეთი – 116
· სამცხე-ჯავახეთი – 51
· დასავლეთ საქართველო – 204
· სამეგრელო-ზემო სვანეთი – 128
· აჭარა – 273;
· – 7
დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
· დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – 17 შემთხვევა;
· მკვლელობის მცდელობის მუხლით 8 შემთხვევა
· თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 1 შემთხვევა.
· ქურდობა – 323 შემთხვევა;
· მუქარა – 234 შემთხვევა;
· ოჯახური ძალადობა – 199 შემთხვევა;
· ძალადობა – 180 შემთხვევა;
· გაუპატიურება – 20 შემთხვევა;
· გარყვნილი ქმედება – 8 შემთხვევა;
· თაღლითობა – 207 შემთხვევა;
· ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 303 შემთხვევა;
· ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა;
· ყალბი დოკუმენტების დამზადება – 116 შემთხვევა;
საქსტატის ამავე მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 556 პირია.
ვრცლად