მოსამართლემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძეც პატიმრობაში დატოვა

დღეს პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა, ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა.
შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება – სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში.
დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.
შაინიძეს ედავებიან 265-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულსაც, რაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის მოყვანას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, დღეს პატიმრობაში დატოვეს 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილიც.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე – უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ – ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა, ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა

მიხეილ სააკაშვილი – სანაკოევის ადმინისტრაცია იყო უტყუარი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ეთნიკურ კონფლიქტთან, არამედ გარე აგრესორთან, ამიტომ, ლეგიტიმური ადმინისტრაცია 100%-ით რუსების მითითებით გაუქმდა