ბოლნისში, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო

მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების მიზნით, სოფელ სამტრედოში ბეტონის ახალი გზა მოეწყო – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო და სანიაღვრე ქსელი მოეწყო.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან, ერთად სოფელ სამტრედოში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებული პროექტი მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, სოფელში 404 გრძივი მეტრი ბეტონის გზა დაიგო. ასევე, მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)