უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს დამატებით თავის ტკივილს მათთვის, სჯობს, ციხეში იჯდეს

ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და ს. სწორედ იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას ვუფრთხილდებით, ვფიქრობ, ეს დამატებითი არგუმენტია, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი მ განაცხადა.
მისივე თქმით, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. როგორც კობახიძე ამბობს, „სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“.
„მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის ციხის გარეთ. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა არ არსებობს, რომ სააკაშვილი გარეთ იყოს. უკრაინას უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და დამატებით რომ არ დავამძიმოთ მდგომარეობა, სჯობს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს. სააკაშვილის გათავისუფლება ნიშნავს, დამატებით თავის ტკივილს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს