დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. მთავარ კონკურსში მოხვდა ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ახალი ფილმი აპრილი.
კულუმბეგაშვილთან ერთად მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც არიან პედრო ალმოდოვარი, ლუკა გუადანინო და ტოდ ფილიპსი.
81-ე ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილეები არიან:
And Their Children After Them, რეჟ. ზორან და ლუდოვიკ ბუხერმა, საფრანგეთი;
April, რეჟ. დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო;
Babygirl, რეჟ. ჰალინა რეინი, ;
Battlefield, რეჟ. ჯიანი ამელიო, იტალია;
The Brutalist, რეჟ. ბრეიდი კორბეტი, აშშ;
Diva Futura, რეჟ. ჯიულია ლუის სტეიგერვალტი, იტალია;
I’m Still Here, რეჟ. უოლტერ სეილს, ბრაზილია;
Joker: Folie à Deux, რეჟ. ტოდ ფილიპსი, აშშ;
Kill the Jockey, რეჟ. ლუის ორტეგა, არგენტინა;
Love, რეჟ. დაგ იოჰან ჰაუგერუდი, ნორვეგია;
Maria, რეჟ. პაბლო ლარენი, აშშ;
The Order, რეჟ. ჯასტინ კარზელი, აშშ;
Queer, რეჟ. ლუკა გუადანინო, იტალია;
The Quiet Son, რეჟ. დელფინ და მურიელ კულენი, საფრანგეთი;
The Room Next Door, რეჟ. პედრო ალმოდოვარი, ესპანეთი;
Sicilian Letters, რეჟ. ფაბიო გრასადონია და ანტონიო პიაცა, იტალია;
Stranger Eyes, რეჟ. სიუ ჰუა იეო, სინგაპური;
Trois Amies, რეჟ. ემანუელ მორე, საფრანგეთი;
Vermiglio, რეჟ. მურა დელპერო, იტალია;
დეა კულუმბეგაშვილი ქართველი რეჟისორი და სცენარისტია. გადაღებული აქვს ფილმები ლეთე და დასაწყისი, უკანასკნელისთვის რეჟისორმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო და ტორონტოს ფესტივალის ნომინაცია მიიღო.
2023 წელს კულუმბეგაშვილი ბერლინის კინოფესტივალის ერთ-ერთი პროგრამის ჟიურის წევრი გახდა.
კულუმბეგაშვილი კინოს ისტორიაში რიგით მე-4 ქართველი რეჟისორია, რომელიც ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა. პირველი ასეთი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იყო, რომელმაც 1958 წელს ფილმისთვის ოთარაანთ ქვრივი სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. 1992 წელს ლანა ღოღობერიძის დრამა ვალსი პეჩორაზე ვენეციის კინოფესტივალის მთავარ პროგრამაში მოხვდა. 1996 წელს ოთარ იოსელიანმა ფილმისთვის ყაჩაღები. თავი VII საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო ჯილდო.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება. მთავარი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერია.