ფაბრიციო რომანომ კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა

ცნობილმა და გავლენიანმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის ბოლო The Here We Go Podcast-ში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერს პასუხი საბოლოოდ გასცა. როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქართველი “ნაპოლიში” დარჩება.
“პსჟ-ის ოცნება იყო კვარაცხელიას ყიდვა, მაგრამ კონტეს და განსაკუთრებით, პრეზიდენტ დე ლაურენტისის დარწმუნება შეუძლებელი გახდა… ამის შედეგად ქართველი “ნაპოლიში” დარჩება.
პარიზელებს თავდაპირველად ხვიჩა+ოსიმენი სურდათ, მაგრამ ეს ამბავი აღარ გამოვა”, – აღნიშნავს რომანო.
ინფორმაციისთვის, პსჟ “პარტენოპეიდან” ახლა მხოლოდ ვიქტორ ოსიმენის დამატებას ცდილობს, მაგრამ ეს მოლაპარაკებებიც ჩიხშია შესული.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში